დარაქოვის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
05-05-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას, მათში კითხვის კულტურისა და ლიტერატურისადმი სიყვარულის დანერგვას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამ მიზნით, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელმა - ირინე ირემაძემ სკოლის ბიბლიოთეკაში გაკვეთილი თემაზე - „წიგნის საერთაშორისო დღე“ ჩაატარა.

გაკვეთილზე მოსწავლეებმა და პედაგოგმა წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილზე, პედაგოგმა აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნე ტექნოლოგიების ეპოქაა, თუმცა წიგნს კომპიუტერი ვერ ჩაანაცვლებს, პედაგოგის თქმით, წიგნი სამყაროა, ცოცხალი ურთიერთობაა. ხოლო მოსწავლეებმა თქვეს, რომ წიგნების კითხვა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებთ და წიგნში წაკითხული უფრო კარგად ამახსოვრდებათ.

„წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

23 აპრილს მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. თარიღი „იუნესკომ“ აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. წიგნის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად საქართველოშიც აღინიშნება. წლების განმავლობაში 23 აპრილი ეთმობოდა იმაზე საუბარს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წიგნი ადამიანისთვის და რამხელა გავლენა აქვს მას ზოგადად კაცობრიობაზე. ასწლეულების წინანდელმა ტრადიციამ იმდენად შეინარჩუნა თავისი პირვანდელი სახე, რომ 1995 წელს იუნესკომ ეს დღე ოფიციალურად გამოაცხადა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203