„საგზაო ნიშნები და მოქალაქეობა“- ეკის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა  
05-05-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში პროექტ-გაკვეთილი - „საგზაო ნიშნები და მოქალაქეობა“ გაიმართა. გაკვეთილი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას, თანამშრომლობას, ეფექტურ კომუნიკაციას, პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებას.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა, გეომატრიული ფიგურების მეშვეობით, საგზაო ნიშნები გამოსახეს. მათ, ძირითადად, ამკრძალავი და მიმათითებელი ნიშნები გამოიყენეს. მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა რეალურ სიტუაციას დაუკავშირეს. 

გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემის პრობლემის მოგვარებაზე, უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, სიჩქარის შემანებელი ბარიერის, ე.წ „მწოლიარე პოლიციელისა“ და ავტოსაგზაო ნიშნების დაყენებით, იზრუნეს.

პროექტს მათემატიკის მასწავლებლი ხათუნა ფირცხალავა და მოქალაქეობის მასწავლებელი ლელა სიჭინავა ხელმძღვანელობდნენ. მასში დაწყებითისა და საბაზო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203