ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლაში ინგლისურენოვანი ვიქტორინა ჩატარდა
05-05-2023

თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისა და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო აქტივობები და გაკვეთილები ტარდება.

ამჯერად, სკოლის მე-11 კლასში ინგლისური ენის პედაგოგის - ნინო გორგოძის ინიციატივით, ინგლისურენოვანი ვიქტორინა ჩატარდა. 

მოსწავლეები ვიქტორინაში აქტიურად, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ მაქსიმალურად წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები და მსგავსი ტიპის აქტივობებში ჩართვის სურვილი გამოთქვეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს, რაზეც სკოლა ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203