ლეღვანის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო შარიქაძემ ფოტოკონკურსში გაიმარჯვა
05-05-2023
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო შარიქაძე ფოტოკონკურსის გამარჯვებული გახდა.
ფოტოკონკურსი, მოსწავლეთა სახლის მიერ იყო გამოცხადებული.
ნინო შარიქაძე მე-11 კლასის მოსავლე გახლავთ, რომელიც ფოტოკონკურსში ნამუშევრით - „ვეფხიაურის ტბა“, წარდგა და ჟიურის რჩეული გახდა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა შემოქმედებითი უანარების განვითარებას, მათში კრეატიული აზროვნების ჩამოყალიბებას და სხვადსხვა კონკურსში მათ აქტიურ მონაწილეობას, სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა.