ბათუმის N13 სკოლაში, ბულინგთნ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ბათუმის N13 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა თუ პროექტი ეწყობა, აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღებიც.
რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოფილა. ამასთან დაკავშირებით, სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა, უფროს მეგობარ ნატალია გიორგაძესთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრა - „არა ბულინგს!“ ჩაატარეს.
მოსწავლეებმა პრეზენტაციები გამართეს და ბულინგზე, მის გამომწვევ მიზეზებზე, შედეგებსა და პრევენციის გზებზე ისაუბრეს. საინფორმაციო შეხვედრამ დიდი წარმატებით ჩაიარა, მონაწილეებმა ინფორმაცია გაცვალეს, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: