წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის შეჯიბრში, სამივე საპრიზო ადგილი დაიკავეს
05-05-2023
წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სტეფანწმინდაში ჩატარდა, სადაც სამივე საპრიზო ადგილი ჩვენი წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს.

შედეგები შემდეგნაირი გახლდათ:

  • დავით შავაძე - საქართველოს ჩემპიონი;
  • ნიკა აბულაძე - მე-2 ადგილი;
  • თემურ შანთაძე - მე-3 ადგილი.
წარმატებისთვის, ახალგაზრდა სპორტსმენებს სკოლამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

სკოლა მოსწავლეთა წარმატებით ამაყობს და მათ წინსვლას უსურვებს. 


იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203