კალინინოს საჯარო სკოლის პირველკლასელები ჭადრაკს დიდი ინტერესით ეუფლებიან
05-05-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ჭადრაკის გაკვეთილებში დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა, კარგად აითვისეს ჭადრაკის საფუძვლები და არაერთი მნიშვნელოვანი უნარი გამოიმუშავეს, რომელიც არამარტო თამაშის პროცესში გამოადგებათ, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც აქტიურად გამოიყენებენ. 

აღსანიშნავია, რომ 2022-2023 სასწავლო წელს, პირველ კლასში ჭადრაკი სავალდებულო საგანი გახდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ჭადრაკის გაკვეთილების დახმარებით, მოსწავლეები მეტად სხარტები გახდნენ და ანალიტიკური აზროვნება გამოიმუშავეს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203