დედამიწის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება თერჯოლის N2 საჯარო სკოლაში
05-05-2023
თერჯოლის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა. 

ღონისძიება - „დედამიწა ჩვენი სახლია“, პედაგოგ ქეთევან გეწაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

მოსწავლეები, საგანგებოდ ამ დღისთვის შეძენილი მაისურებით წარდგნენ აუდიტორიის წინაშე და მათ დედამიწის დღის მნიშვნელობა შეახსენეს. 

ბავშვებმა, ისაუბრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა, მისი დაცვა და მოფრთხილება. 

შეხვედრა შემეცნებითი ხასიათის იყო და მოსწავლეებისთვის ძალიან პროდუქტიული აღმოჩდა. 

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება ეკოცნობიერების ამაღლებისა და გარემოსდაცვით აქტივობებში მაქსიმალური ჩართულობისკენ არის ორიენტირებული. 

„ბავშვებო, მუდამ იბრწყინეთ და იკაშკაშეთ!“ - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203