„ჩვენი სკოლა ჩვენი სახლია, ვიზრუნოთ ბუნებაზე“ - ჭალადიდის საჯარო სკოლაში საინტერესო გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა
05-05-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეები პროექტში - „ჩვენი სკოლა ჩვენი სახლია, ვიზრუნოთ ბუნებაზე“ ჩაერთნენ.

გარემოსდაცვითი პროექტის ფარგლებში, დაწყებით და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა, მასწავლებლის - შორენა მურუსიძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზო და მისი მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

მათ ასევე აღნიშნულ ადგილებზე ნარგავები დარგეს.

„მოსწავლეები მცენარეებზე ზრუნვას სწავლობენ, მათ ზრდა-განვითარებას, ვეგეტაციის პირობებს აკვირდებიან“, - გვიყვებიან სკოლაში.

აქტივობაში ისინი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203