ტყიბულის N6 სკოლის II კლასის მოსწავლე დემეტრე ქარქაშაძემ izrune.ge-ს აპრილის შემაჯამაბელ ტესტში ოქროს დიპლომი დაიმსახურა
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის IIა კლასის მოსწავლე დემეტრე ქარქაშაძე ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არის ჩართული.მოსწავლე მამოტივირებელ საგანმანათლებლო ტესტებს დიდი ინტერესით ასრულებს.
დემეტრემ აპრილის შემაჯამაბელი ტესტი გაიარა წარმატებით და ოქროს დიპლომი დაიმსახურა.
მოსწავლის განსაკუთრებულად მზრუნველი დამრიგებელი მარინა ტურაბელიძე-ჭანტურიძე გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ ეს დემეტრეს მეოთხე გამარჯვებაა. საამაყო მოსწავლემ, პედაგოგმა და მშობლებმა ეს წარმატება დაუღალავი შრომით მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები: