ბათუმის ელიტურ სკოლა „გორდაში“  2023-2024 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა რეგისტრაცია გრძელდება
05-05-2023
ბათუმის ელიტურ სკოლაში „გორდა“ მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე, მოტივაციის ამაღლებასა და ინტერესებზე ორიენტირებული გარემოა. სკოლაში მოსწავლეთა სიღრმისეულ სწავლებას პირველი კლასიდანვე ეყრება საფუძველი - პედაგოგები მათ საინტერესო და მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჟამად, სკოლაში გრძელდება მოსწავლეთა რეგისტრაცია 2023-2024 სასწავლო წლისათვის, მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობით, შემდეგ საგანმანათლებლო საფეხურებსა და პროგრამებზე:

დაწყებითი საფეხური (კლასები I) - 10 ადგილი;

დაწყებითი საფეხური (კლასები II - VI) - 15 ადგილი;

საბაზო საფეხური (კლასები VI- IX) - 8 ადგილი;

საშუალო საფეხური (კლასები X- XII ) - 12 ადგილი;

სააბიტურიენტო პროგრამა (კლასები XI-XII) - 10 ადგილი.

სკოლის დებულებით გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის შეღავათები:

დედმამიშვილებზე;

2023 წლის 25 მაისამდე სკოლის სასწავლო პროგრამებზე დარეგისტრირებულ მოსწავლის სწავლის წლიური საფასურის წინასწარ ერთიან გადახდაზე ფასდაკლება 15%-ის ფარგლებში.

სასწავლო გრანტების/სტიპენდიების პროგრამა წარჩინებული მოსწავლეებისთვის, კერძოდ:

„გორდას“ პროგრამის - „სასკოლო გრანტები/სტიპენდიები მოსწავლეებს“ ფარგლებში, სხვა სკოლების წარმატებულ მოსწავლეებს, სკოლა „გორდაში“ ჩარიცხვის შემთხვევაში, საშუალება ექნებათ მოიპოვონ სასკოლო გრანტი/სტიპენდია, რომლის საფუძველზეც შემცირდება ერთი სასწავლო წლის სწავლის საფასური 500 ლარის ოდენობით.

სკოლას გამოყოფილი აქვს კვოტა საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული წარჩინებული მოსწავლეების სასწავლო გრანტით/სტიპენდიით უზრუნველსაყოფად, კერძოდ:

1. დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასები) – 15 მოსწავლე;

2. საბაზო საფეხური ( VII-IX კლასები) – 10 მოსწავლე;

3. საშუალო საფეხური (X-XII კლასები) – 5 მოსწავლე.

სასწავლო გრანტის/სტიპენდიის გაცემა მოხდება წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, კერძოდ, სკოლის დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვამდე შემოწმდება მოსწავლის აკადემიური უნარები, (მოსწავლის პორტფოლიო II – XII კლასებში).

შეთავაზება ძალაშია 2023 წლის 25 მაისამდე!!!

დასარეგისტრირებლად, დარეკეთ ნომერზე:

591110173; 571501080; 597808061; 555741073.

ელიტური სკოლა „გორდა“ გისურვებთ წარმატებებს!

 
 
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203