„მშბზიაქვა აფსნი - დღემშვიდობისა აფხაზეთო“- გეჯეთის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
05-05-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და ნაყოფიერად მიმდინარეობს. 

ამჯერად კი, აფხაზეთთან დაკავშირებით, პროექტი - „მშბზიაქვა აფსნი - დღემშვიდობისა აფხაზეთო“ ჩატარდა. მას მესამე კლასის მასწავლებელი ნატალია სახოკია, ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი თემიდა მიქავა და ისტორიის მასწავლებელი - სკოლის დირექტორი ანზორ შარტავა ხელმძღვანელობდნენ.

როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებმა გაგონილითა და წარმოსახვის საშუალებით, აღწერეს და დაასურათეს აფხაზეთი. მათ უცნობი მეგობრებისთვის თბილი სიტყვებით დაწერილი წერილები თავიანთი ხელით დამზადებულ თვითმფრინავს, მეგობრობისა და სიყვარულის ნიშნად, გაატანეს. 

პროექტმა დიდი წარმატებით, საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. 

„სკოლაში არა ერთი ლამაზი პროექტი და ღონისძიება დაგეგმილია, ეს დღე კი მიეძღვნა თითოეული ჩვენგანის ტკივილს - აფხაზეთს. მშობლებმა აღნიშნეს, რომ საოცრად თბილი საღამო შედგა, ცრემლმორეულ მაყურებლებს თვალწინ გადაურბინა წარსულმა და ყველა ერთხმად ნატრობდა - „აფხაზეთი მალე ჩვენი იქნება“, ამინ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203