ეშტიის N2 სკოლის ეზოში ეკოკლუბის წევრებმა ყვავილები დარგეს
05-05-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და პროქტში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, ეკოკლუბის - „GO GREEN“ გუნდის წევრებმა, სკოლაში მორიგი აქტივობა განახორციელეს.

მათ სკოლის ეზოში ყვავილები დარგეს და გარემო გაალამაზეს.

„ბუნება არის ჩვენი სილამაზე, მოსწავლეებმა ყვავილებით ჩვენი სკოლის ეზო და გარემო გაალამაზეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

გარემოსდაცვით აქტივობაში ისინი ინტერესით, მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203