ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასის“ მოსწავლეების წარმატებული თვე კონკურსებზე
01-05-2018
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ სხვადახვა სიახლეა. კერძოდ, სკოლის მოსწავლემ ლიზი ხოჯანაშვილმა მათემატიკის ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო, სადაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.
ასევე, სკოლა ანაბასისის IV ბ კლასში პროექტი „ჩვენ ვსწავლობთ ვეფხისტყაოსანს“ ჩატარდა. მოსწავლეებმა „საბავშვო ვეფხისტყაოსნის“ შინაარსი შესაბამისი საზეპიროებით საინტერესოდ წარმოადგინეს. პროექტის ხელმძღვანელები პედაგოგი თეა გურაბანიძე და ბიბლიოთეკის გამგე თამარ გვალია გახლდათ.
და ბოლოს, სკოლა ,,ანაბასისის“ მოსწავლეებმა ჭადრაკში 8, 10 და 16 წლის მონაწილე გოგონათა და ვაჟთა შორის პირველობა მოიპოვეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს