დიდი ჭყონის N1 სკოლაში ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქტივობები განხორციელდა
05-05-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ისინი პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიებები დაიგეგმა.

კერძოდ, კი დაწყებითი საფეხურისა და ისტორიის პედაგოგებმა: მზევინარ ჩუბინიძემ, ნონა თოდუამ და ნინო სურმავამ მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები მოაწყო.

შეხვედრის შემდეგ, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის, ადგილობრივი გამგეობის და პოლიციის წარმომადგენლები მოინახულეს და  ბულინგის შესახებ ისაუბრეს.

მოსწავლეებმა ასევე შექმნეს თემატური პოსტერები, რომლებიც მასწავლებლებსა და თანატოლებს დაურიგეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პროქტები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203