საერო სკოლა „ფარნავაზის“ მოსწავლეებმა, როლური თამაშით, მოთხრობის გმირები „გააცოხლეს“
05-05-2023

ქობულეთის საერო სკოლა „ფარნავაზში“ მოსწავლეები ინგლისურ ენას მონდომებითა და ინტერესით ეუფლებიან. პედაგოგები მათ კი მოტივაციის ამაღლებისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

სკოლაში, ამჯერად ისინი ახალ ტექსებსა და სიტყვებს - „The missing necklace“ - „დაკარგული ყელსაბამი“ დაეუფლნენ და როლურ თამაშში - „Role play“ ჩაერთნენ.

მე-4 კლასის მოსწავლეებმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, როლური თამაშით გააცოცხლეს ტექსი და სხვადასხვა პერსონაჟი შესანიშნავად განასახიერეს.

​მათ ასევე ახალი ტექსის არსი გაიაზრეს და გაითავისეს.

„დროდადრო ვიმდიდრებთ ლექსიკურ ფონდს, რაც მთავარია ვცდილობთ გავთავისუფლდეთ ურთიერთსაუბრის კომპლექსისაგან, “, - აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი. 

მოსწავლეებს აღნიშნულმა აქტივობამ, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაუადვილა ფრაზების რეალურ სიტუაციებში გამოყენება და დამახსოვრება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს  ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203