ლეღვას N1 საჯარო სკოლაში დებატები გაიმართა
05-05-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლაში, საინტერესო დებატები გაიმართა, რომლშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
 
დებატები, სამოქალაქო პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბის წევრების ინიციატივით ჩატარდა, თემაზე - „ადრეული ქორწინება და მასთან დაკავშირებული ნეგატიური და პოზიტიური მხარეების შეფასება“. 

მოსწავლეები დებატებში აქტიურად ჩაერთნენ და ამ გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი დამოკიდებულები დააფიქსირეს. 

სკოლაში, სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

იხილეთ ფოტები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203