ლახამულას საჯარო სკოლაში, ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლაში ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აქტივობები მიეძღვნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - მარიჯან ჭკადუამ და მე-8 კლასის დამრიგებელმა - ირმა გურჩიანმა მინი-ლექცია წაიკითხეს.
ლექციის შემდეგ, მოსწავლეებმა ისაუბრეს, პოზიცია დააფიქსირეს და თემატური პოსტერები შექმნეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ამ დღის ისტორიაზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
იხილეთ ფოტოები: