„ფარნავაზიდან - იაკობამდე“- საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მე-5 კლასელთა საინტერესო ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია
05-05-2023
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებისთვის წარმატებული მომავლის შეაქმნელად დაუღალავად შრომობენ.
მათი მთავარი მიზანი განათლებული, განვითარებული და სწორი ღირებულებების მქონე ახალგაზრდა თაობის აღზრდაა. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ გიმნაზიაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, შორენა ოქრიაშვილის სადამრიგებლო, წმიდა ნიკოლოზის სახელობის მე-5ბ კლასის მოსწავლეებმა გიმნაზიის ლიტერატურულ სივრცეში ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „ფარნავაზიდან - იაკობამდე“ წარადგინეს.
კომპოზიციის სცენარი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელმა - თეონა მოდებაძემ მოამზადა და განახორციელა.
ღონისძიებას დირექციის წევრები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ, რომლებმაც საგნის პედაგოგისა და მოსწავლეთა ერთობლივი შემოქმედება დადებითად შეაფასეს.
„მადლობა ჩემო პატარა მეგობრებო, ასე ღირსეულად რომ წარმოაჩინეთ დედა ენის სიყვარული. „ქართული ენა, ეს ღმერთების ენაა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს