ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აქტივობები მიეძღვნა.
სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა, თვითმმართველობასთან ერთად, ბულინგის წინააღმდეგ მიმართული კამპანია გამართეს.
საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა თემატური კედლის გაზეთები - „არა ძალადობას“ შექმნეს. გარდა ამისა, კლუბის წევრებმა, სკოლის თვითმმართველობის თავჯდომარესთან და მე-7 კლასის მოსწავლეებთან ერთად, ფილმს - „ტბა“ უყურეს და კამპანია ძალადობის თემაზე დებატებით დაასრულეს.
კლუბის ხელმძღვანელი ანა პაპაშვილი, ხოლო სკოლის თვითმმართველობის თავჯდომარე ქეთევან ეუაშვილია.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
იხილეთ ფოტოები: