წინსვლის საჯარო სკოლაში, „აფხაზეთის კვირეულის“ ფარგლებში, საინტერესო აქტივობები მოეწყო
05-05-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო პროექტები და აქტივობები ტარდება.

ამჯერად, სკოლა „აფხაზეთის კვირეულს“ შეუერთდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სასკოლო კვირეულის მიზანია, აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, ბუნებრივი გარემოს, ტრადიციებისა და თანამედროვეობის შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება.

სკოლაში, კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა პროექტის სახით წარადგინეს თავიანთი ხედვა აფხაზეთთან დაკავშირებით.

აღნიშნულმა აქტივობამ, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარების გამოვლენისა და განვითარების შესაძლებლობა მისცა.

მათ საჭირო ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203