ბათუმის N22 სკოლის მოსწავლეები ბულინგთან ბრძოლის კამპანიას შეურთდნენ
05-05-2023

ბათუმის N22 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ისინი პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობებში ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მე- 6 კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ელიტა კახიძის ხელმძღვანელობით, ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეექვსეკლასელებმა საზოგადოებაში ბულინგის დამკვიდრების უარყოფით ტენდენციებზე ისაუბრეს და კიდევ ერთხელ დაგმეს საზოგადოებაში განსაკუთრებით, სასკოლო საზოგადოებაში ბულინგის არსებობა.

მათი დევიზი იყო - „არა ძალადობას!“

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს საჭირო ცოდნასა და ინფორმაცია სძენს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203