გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
05-05-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრში აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, მათ გორელოვკის N1 საჯარო სკოლასთან, მაგიდის ჩოგბურთში, მეგობრული შეჯიბრი მოაწყვეს.

„პირველ ეტაპზე ჩვენმა სკოლამ უმასპინძლა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს; შემდეგ კი ჩვენ ვესტუმრეთ და გვიმასპინძლა მეზობელმა სკოლამ სამაგიდე ჩოგბურთში შეჯიბრისთვის“, - აღნიშნავნე სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს შეჯიბრში მონაწილეობისთვის ორივე სკოლის დირექციამ სიგელები გადასცა, ხოლო 1-ელ, მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ მოსწავლეებს მედლები გადაეცათ.

მოსწავლეებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„მადლობა ჩვენი სკოლის  მასწავლებლებს -  ბადრი ჭელიძეს, გიორგი თათენაშვილს. სკოლა ასევე მადლიერებას გამოხატავს თანამშრომლობისა და ერთობლივად განხორციელებული აქტივობისათვის გორელოვკის N1 საჯარო სკოლის დირექტორის - ტატიანა კარევასა და ამავე სკოლის  სპორტის მასწავლებლის მიმართ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი შეჯიბრებები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და მრავალხმრივ განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203