„ვიყოთ უფრო ჰუმანურები!“ - ახალქალაქის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი და საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობები
05-05-2023
ახალქალაქის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბულინგთან ბრძოლის კამპანიას შეუერთდნენ და სკოლაში, საინტერესო აქტივობები ჩაატარეს. 

„ვიყოთ უფრო ჰუმანურები“ - მოსწავლეები ამ დევიზის ირგვლივ გაერთიანდნენ.

ბავშვებმა, ბულინგის სახეობები განიხილეს და მე-2, მე-8 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა, ურთიერთდახმარებით საინტერესო პოსტერი მოამზადეს.

„არა ბულინგს“ - ამ თემატიკით, სკოლაში სხვადასხა აქტივობა ჩატარდა, მათ შორის - ფილმის ჩვენება, ფილმის ნახვის შემდეგ, მოსწავლეებმა ის განიხილეს და დისკუსია მოაწყვეს. 

ასევე სკოლაში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც ბავშვებმა ბულინგის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრეს, პრობლემის გადაჭრის გზებსა და საკუთარ წვლილზე ისაუბრეს. 


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203