ზემო წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კაპრეშუმის საჯარო სკოლაში გამართულ სპორტულ თამაშებში იასპარეზეს
05-05-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან. 

ამჯერად, კაპრეშუმის საჯარო სკოლა ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიციტივითა და ორგანიზებით, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის გამართულ სპორტული თამაშების კვირეულს მასპინძლობდა. 

მის მიდინარეობაში სკოლების, მათ შორის ზემო წინსვლის საჯარო სკოლის, მოსწავლეები მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

ჩატარებულ კვირეულს ზემო წინსვლის საჯარო სკოლის დირექტორი ვიოლა ხარაბაძე ეხმიანება.

„მართალია, ჩვენმა გუნდმა თავიანთი მინიმუმი აჩვენა, მაგრამ ჩვენ უკეთესი შედეგის იმედით ვაგრძელებთ მუხლჩაუხრელად ვარჯიშსა და ბრძოლას.  მადლობა ჩვენს პედაგოგს, მასპინძელ - კაპრეშუმის საჯარო სკოლასა და ხელვაჩაურის რესურსცენტრს.
ვულოცავთ გამარჯვებულებს, ჩვენს სკოლას კი სამომავლო წარმატებას ვუსურვებთ“,- წერს ზემო წინსვლის საჯარო სკოლის
დირექტორი ვიოლა ხარაბაძე. 

აღსანიშნავია, რომ როგორც ზემო წინსვლის ისე კაპრეშუმის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203