ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 სკოლის მოსწავლეებმა ჯავახეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს
05-05-2023
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში, ადგილობრივი თემის წარმომადგენელ - კუკური მეტრეველთან შეხვედრა გაიმართა.
მოსწავლეებმა, ჯავახეთზე საინტერესო ამბები მოისმინეს, სტუმარმა მათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ჯავახეთის სხვადასხვა, საინტერესო ლანდშაფტის მქონე გეოგრაფიული ადგილების ფოტომასალა აჩვენა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სტუმარმა სკოლას საჩუქრად საკუთარი წიგნი გადასცა, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოიცა.
„მადლობას ვუხდით ამ საინტერესო შეხვედრისათვის და ვიმედოვნებთ, რომ კიდევ მრავალი მსგავსი შეხვედრა გაიმართება ჩვენს სკოლაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს