უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში „სიკეთის კლუბი“ აქტიურად მუშაობს.ამჯერად ჯგუფის წევრებმა დახმარების ხელი მიუსაფარ ცხოველებს გაუწოდეს.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მიტოვებული ათობით ძაღლი კეთილი ადამიანების დახმარებას ელოდება, სწორედ ამ მიზნით ბავშვები ცხოველებს საკვებით გაუმასპინძლდნენ.
„აკეთე სიკეთე
ძევრის სკოლასთან ერთად“ - ასეთი იყო მოსწავლეთა მოწოდება.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებში სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებას დიდი ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ფოტოები: