წყალტუბოს N1 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები საბავშვო ბიბლიოთეკას ესტუმრნენ
05-05-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები არაერთ საინტერესო ღონისძიებაში ერთვებიან. 

საბიბლიოთეკო კვირეულის - „წიგნი ჩემი მეგობარია“, დასკვნითი ღონისძიება წყალტუბოს საბავშვო ბიბლიოთეკაში გაიმართა. ბიბლიოთეკის სტუმრები მე-3 კლასის მოსწავლეები იყვნენ.

როგორც სკოლაში ამბობენ, მიუხედავად მცირე ასაკისა, ბავშვებმა ამომწურავად ისაუბრეს ბიბლიოთეკის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ, ყურადღება გაამახვილეს წიგნისა და ბიბლიოთეკის როლზე, წარმოადგინეს თემატურად შესრულებული პოსტერები, დაინტერესდნენ წიგნადი ფონდით. აღნიშნეს, რომ კლასში პედაგოგის ინიციატივით მოწყობილი აქვთ მინი ბიბლიოთეკა.

მესამე კლასის მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მათ განვითარებაზე აქტიურად კლასის ხელმძღვანელი ელისო მეტრეველი ზრუნავს.

ღონისძიებას სტუმრები - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სოც.დაცვის სამსახურის სოცმუშაკი, „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის საკითხებში“ - დარეჯან მიქაუტაძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი და ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველი ნათია ჩიხრაძე ესწრებოდნენ.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203