ღების საჯარო სკოლის გუნდი მინიფეხბურთის მუნიციპალური ტურნირის გამარჯვებულია
05-05-2023

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი მნიშვნელობა ექცევა. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს როგორც სკოლის შიდა, ისე გარე ღონისძიებებში რთავენ და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობენ. მოსწავლეებიც სპორტული მიღწევებით გამოირჩევიან, რაც სკოლისთვის საამაყოა. 

28-29 აპრილს, ონის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის ორგანიზებით, მინიფეხბურთში საჯარო სკოლებს შორის მუნიციპალური ტურნირი გაიმართა. სადაც 5 სკოლის, 8 გუნდი მონაწილეობდა.

ტურნირი საინტერესოდ წარიმართა, ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ღების და სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ.

გამარჯვებული ღების საჯარო სკოლის გუნდი გახდა, რომელსაც თასი გადაეცა. ასევე, საპრიზო ადგილზე გასული გუნდები და საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციაში შესაბამისი ხარისხის მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

აღნიშნული ტურნირის მიზანია მინიფეხბურთის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203