„ენა ბურჯია ერისა“ - ეწერის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
05-05-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებსა და თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ. ამ მიმართულებით არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა სწავლის ხარისხსა და მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

შესაბამისად მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღებს მიღმა არ დარჩენილა ისეთი მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული, როგორიც დედაენის დღეა. 

სკოლაში ქართული ენის დღეს ღონისძიება - „ენა ბურჯია ერისა“ მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა ქართულ ენას ხოტბა შეასხეს, ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობა აღნიშნეს და ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მის როლს გაუსვეს ხაზი. ბავშვებმა ასევე დაამზადეს კედლის გაზეთები, მათი ყურადღების მიღმა არც „დედაენის“ სახელმძღვანელოს შემოქმედი იაკობ გოგებაშვილი დარჩენილა. მოსწავლეებმა მწერილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს და ქართული დამწერლობის უნიკალურობაც აღნიშნეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203