ვალის N4 სკოლაში, ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო აქტივობები განხორცილდა
05-05-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N4 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება. 

გამონაკლისი არც ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოფილა. ამასთან დაკავშირებით, ბულინგის მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლაში საინტერესო აქტივობა განხორციელდა. ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, მოსწავლეებმა ემოციები გამოხატეს, თუ რას შეიძლება გრძნობდნენ ბულინგის დროს და სიმბოლურად, მოწყენილ ღრუბელთან ჩაწერეს. შემდეგ ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ რის გაკეთება შეგვიძლია ბულინგის თავიდან ასაცილებლად.

მოსწავლეები შეთანხმდნენ, რომ ბულინგსა და ძალადობას არა უნდა უთხრან. 

„ბულინგი არასასურველი, აგრესიული ქცევაა, რომელიც ხშირად ვლინდება მოზარდებში. ისეთ ქცევებს, როგორიცაა მუქარა, დაცინვა, გარიყვა, შეურაცხყოფა-შეიძლება შევხვდეთ ყველგან - სკოლაში, ქუჩაში და მას ადამიანის კეთილდღეობისათვის სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია. ბულინგის პრევენციაზე ყოველდღიურად ვზრუნავთ, 4 მაისი კი ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203