გალავნის საჯარო სკოლა კამპანიას - „არა ძალადობას“, შეუერთდა
05-05-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს მონდომებით აღნიშნავენ. 

გამონაკლისი არც ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოფილა. შესაბამისად, სკოლა კამპანიას - „არა ძალადობას“, შეუერთდა. მოსწავლეებმა თემატური პლაკატები, ბუკლეტები, პოსტერები ქართულ და ინგლისურ ენაზე მოამზადეს.

მათ სკოლის დერეფანში სტენდი გააკეთეს. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ამ დღის ისტორიაზე ისაუბრეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203