წყალტუბოს N1 სკოლის მე-6 კლასში საინტერესო საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა
05-05-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები მოსწავლეებს სწავლებისას თანამედროვე მიდგომებსა და საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, საჩვენებელი გაკვეთილი რუსულ ენასა და ლიტერატურაში მე-6 კლასში ჩატარდა. მას საგნის მასწავლებელი ქეთინო ჯიქია უძღვებოდა. 
 
მოსწავლეებმა მცირე მოცულობის ტექსტები წაიკითხეს და რამდენიმე წინადადებით მონოლოგები მარტივი ენით წამოთქვეს, მათ კითხვები შეადგინეს და პასუხები გასცეს. გარდა ამისა, დავალებების შესრულებისას ჯგუფური მუშაობის წესები დაიცვეს. მოსწავლეებმა გარამატიკული კონსტრუცია Кому? (ვის?).... нравится что? (რა მოსწონს?)...., потому что (იმიტომ, რომ) პარაქტიკულ სავარჯიშოში გამოიყენეს. 

მოსწავლეები დაგუფდნენ, წაიკითხეს და დაამუშავეს ტექსტები, მოამზადეს კითხვები, გააკეთეს პრეზენტაცია, დაუსვეს კითხვები სხვა ჯგუფის წევრებს. ჯგუფური მუშაობის დასრულების შემდეგ, ჯგუფის მუშაობა შეაფასეს. გაკვეთილის ბოლოს, თითოეულმა მოსწავლემ თვითშეფასება გამოიყენა. 

გაკვეთილის მიმდინარეობაში, თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთო. კლასის ხელმძღვანელი ფიქრია გიორხელიძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203