თბილისის N74 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს
05-05-2023
თბილისის N74 სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი და შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, კი, მე-8ბ კლასის მოსწავლეებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი - „არასრულწლოვნის ბრალდებულად ცნობა“ გამართეს. მათ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე თეორიულად შესწავლილი საკითხი, რომელიც ადამიანის უფლებებს, ბავშთა დაცვის უფლებთა კონვენციასა და არასრულწლოვნთა დანაშაულებებს ეხებოდა, პრაქტიკაში განახორციელეს.
მოსწავლეები აქტივობის მიმდინარეობაში უდიდესი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. მათ შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს. გარდა ამისა, ადვოკატის, მოსამართლის და მოწმის როლი მოირგეს და სასამართლო პროცესში მათი მნიშვნელობა გააცნობიერეს.
იმიტირებულმა სასამართლო პროცესმა დიდი წარმატებით ჩაიარა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს