ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის მეათეკლასელებმა სცენაზე მივიწყებული ტრადიციები „გააცოცხლეს“
05-05-2023

მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლაში, მეათეკლასელებმა პროექტი - „ბატონები“, წარადგინეს. 

ბავშვებმა, პროექტზე მუსიკისა და ხელოვნების მასწავლებლის ლია ჭანტურიძის დახმარებით იმუშავეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი მივიწყებული ტრადიციების გაცნობა-გაცოცხლება იყო. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა სცენაზე პატარა წარმოდგენა - „ბატონები“ იმიტირებულ ოჯახში მოაწყვეს, რომელიც ყველასთვის საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

სკოლაში, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203