სახალვაშოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ხელოვნების მუზეუმს ესტუმრნენ
05-05-2023

ედნარ დიასამიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ მრავალფეროვან გასვლით გაკვეთილებსა და საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, მოსწავლეები ბათუმის ხელოვნების მუზეუმს ესტუმრნენ.

ბავშვები მხატვართა საინტერესო ნამუშევრებს გაეცნენ, რომელთა შორის იყო, ნიკო ფიროსმანის, დავით კაკაბაძის, ელენე ახვლედიანის, რუსუდან ფეტვიაშვილის ორიგინალი ნახატები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ ადგილზე ხატვის მასტერკლასი ჩაუტარდათ.

აქტივობაში ისინი ხალისით, მონდომებით ჩაერთნენ და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

დღე მოსწავლეთათვის დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203