ცინარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფრენბურთის მუნიციპალურ პირველობაში წარმატებით იასპარეზეს
05-05-2023

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრსა და აქტივობაში მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, ისინი შუახევის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებაში - „პირველობა ფრენბურთში“ მონაწილეობდნენ.

მათ შეჯიბრში მე-3 ადგილი დაიკავეს, რისთვისაც გუნდი თასით დაჯილდოვდა, ხოლო მონაწილეებს მედალი და სიგელი გადაეცათ.

„სკოლა გულითადად ვულოცავთ მიღწეულ წარმატებებს მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და სპორტის მასწავლებელ ჯემალ დიასამიძეს. ასევე წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი შეჯიბრებები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და შესაძლებლობების წარმოჩენისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203