საჩინოს თემის N1 სკოლის მოსწავლეები, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, სამხედრო ბაზას ესტუმრნენ
05-05-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის არაერთი საინტერესო გასვლითი აქტივობა იმართება. 

ამჯერად, საქართველოს თავდაცვისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი პროექტის - „ჯარისკაცის ერთი დღე“ ფარგლებში, საშუალო საფეხურის მოსწავლეები სენაკში - დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე იმყოფებოდნენ. მოსწავლეები აქტივობაში წალენჯიხის N2 და საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლები ბიოლოგიის პედაგოგის - მედეა როგავას ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

მოსწავლეები ჯარისკაცის ცხოვრების წესს გაეცნენ, პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას, დაათვალიერეს სამხედრო ტექნიკა,  მოისმინეს მინი ლექცია სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვის ძალების განვითარების ძირითადი პროგრამების, გეგმებისა და სამომავლო სტრუქტურის შესახებ. გარდა ამისა, დასვეს კითხვები სამხედრო-პროფესიულ და კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ისადილეს ჯარისკაცებთან ერთად და სამახსოვრო სურათები გადაიღეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203