ორბელის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურენოვან ღონისძიებაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
05-05-2023
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის მოსწავლეები წინსააღდგომოდ საინტერესო აქტივობაში მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ აქტივობა English Book Education-მა Macmillan Education-თან ერთად ჩატარდა, რომელშიც 6000-მდე სკოლის მოსწავლე და 200-ზე მეტი მასწავლებელი მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ აქტივობაში ორბელის საჯარო სკოლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ, სადაც თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს, გამარჯვებულთა შორის მოხვდენენ და დამსახურებულად სერტიფიკატებითა და Collins-ის ლექსიკონით დაჯილდოვდნენ.
„მადლობას ვუხდით თითოეულ მოსწავლეს და მათ მშობელს აქტიურობისათვის ... უამრავი წარმატება მისურვებია ჩვენო ყოჩაღებო... ეს არამარტო სასიხარულოა, არამედ უდიდესი წარმატებაა თითოეული თქვენგანისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს