„გეომეტრიული ფიგურები“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
05-05-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. პედაგოგები და მოსწავლეები აღნიშნულ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.
ამჯერად, სკოლის Iა კლასში მათემატიკაში ჩატარდა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია თემაზე - გეომეტრიული ფიგურები. საინტერესო დავალება მოსწავლეებს კლასის ხელმძღვანელმა და პედაგოგმა - იამზე წულუკიძემ შესთავაზა.
კომპლექსური დავალების პირობა იყო შემდეგი: გეომეტრიული ფიგურების მეშვეობით დახატე სახლი, ხეები, მზე. გამოიყენე სხვადასხვა ფორმის, ზომის, ფერის ფიგურები და დაასახელე რომელი გეომეტრიული ფიგურები გამოიყენე.
ბავშვებმა კომპლექსურ დავალებამდე გაკვეთილზე მრავალფეროვანი აქტივობები შეასრულეს, რამაც ხელი შეუწყო კომპლექსური დავალების შექმნასა და მიზნის მიღწევას.
აღსანიშნავია, რომ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი სწორედ კომპლექსური დავალებებია.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს