ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში წარმატებით იასპარეზეს
ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ინტელექტუალურ თამაშში წარმატებით ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება და მაში საჯარო და კერძო სკოლები მონაწილეობენ.
ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის გუნდის წევრები მე-9 - მე-10 კლასების მოსწავლეები: მარიამ გოგიაშვილი, ქეთი
სვიანაძე, ნინო ბობოხიძე, ნინა
გეორგიევა, ოთარ მაჭარაშვილი, გოჩა სოფრომაძე და მარიამ ცარციძე არიან.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დიდი კონკურენციის მიუხედავად, საკუთარი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და სკოლა ასახელეს.
„მადლობას ვუხდით საამაყო ბავშვებს ღირსეული თამაშისათვის, მათი გუნდი ექვს საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა, მცირედი დააკლდათ სრულ გამარჯვებამდე. გვჯერა, ეს გამოცდილება მომავალი წარმატების საწინდარი იქნება თქვენთვის, საიმედო,
ერუდირებულო, საამაყო
გოგო-ბიჭებო. მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს, გიორგი
გამცემლიძეს, რომელიც დაეხმარა მოსწავლეებს თამაშისათვის მომზადებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: