ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში „ამერიკული თარო“ გაიხსნა
04-05-2023

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. 

ამჯერად, სკოლაში ამერიკის საელჩომ „ამერიკული თარო“ გახსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, ელჩის თარჯიმანი - ჯონ ფერი, პრეს ატაშე - ნანა შუღლაძე, თამარ ხერგიანი, ნანა კიკნაძე და ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლები დაესწრნენ.

საელჩომ ამრიკულ თაროს ძალიან საინტერესო წიგნები გადასცა.

„ამერიკული თარო“ არის საქართველოში მოქმედი ამერიკული სივრცეების ქსელის ნაწილი. საქართველოში მოქმედებს 9 ამერიკული კუთხე, ერთი მოძრავი ამერიკული კუთხე და 5 „ამერიკული თარო“, რომელსაც დაემატა ახალქალაქის „ამერიკული თაროც“. ამერიკული სივრცეები არის ერთგვარი საგანმანათლებლო ცენტრები, სადაც ხორციელდება სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურის პროგრამები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203