ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გეზრბენის შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს
04-05-2023

რევაზ მუმლაძის სახელობის ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და შეჯიბრში მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, მოსწავლეები სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში, გეზრბენში ჩაერთნენ.

სკოლის გოგონათა და ვაჟთა მორბენალი გუნდები იმერეთის სახელით გავიდნენ აღნიშნულ ტურნირზე.

სპორტული თამაშები ქუთაისში ჩატარდა.

„ჩვენმა სპორტსმენებმა მეტად დაძაბულ ბრძოლაში პირველობა არავის დაუთმეს და შესაბამისად, პირველი ადგილები დაიკავეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს

„ვულცავთ ამ დიდ წარმატებას თითოეულ მონაწილეს და ჩვენი სპორტის მასწავლებელს, - ავთო ქოჩიაშვილს, ვუსურვებთ შემდეგ ეტაპზე გამარჯვებასა და ევროპაში გამგზავრებას“, - გვეუბნებიან სკოლაში და მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეთა წარმატებას მუდმივად მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203