ქსოვრისის საჯარო სკოლაში, ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
04-05-2023
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა პროექტსა თუ აქტივობაში ერთვებიან.

სკოლაში ამჯერად, ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა ბულინგსა და მისი საფრთხეების შესახებ ისაუბრეს.

ასევე სკოლაში  IX-კლასის მოსწავლეებმა, რომელთა პედაგოგი - მარიცა ბლიაძე გახლავთ, პლაკატი -  „არა ძალადობას“ შექმნეს.

აქტივობაში ისინი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და შეხვედრები მოსწავლეთა განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203