ქვედა საქარის საჯარო სკოლის მოსწავლე ანასტასია გაბრიაძე ძიუდოს რესპუბლიკური ტურნირის გამარჯვებულია 
04-05-2023

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარის საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმატებას როგორც სასკოლო პროექტებში, ასევე მის გარეთ სხვადასხვა შეჯიბრსა თუ კონკურსში აღწევენ.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მერვეკლასელი, ანასტასია გაბრიაძე, რომელმაც ძიუდოს რესპუბლიკურ ტურნირში გაიმარჯვა.

მას გამარჯვებისთვის დამსახურებული დიპლომი და თასი გადაეცა.

„ვუსურვებთ წარმატებულ მომავალს, ამ უძლიერეს გოგონას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლა მათ წარმატებას მუდმივად მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203