აფხაზეთის N10 საჯარო სკოლაში საცდელი უფასო სასკოლო კვება მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ პროექტი სამეწარმეო კლუბების დაფინანსებით, განხორცილდა და პირველკლასელთათვის იყო განკუთვნილი.
როგორც გვიყვებიან, პროექტის მანძილზე სკოლაში ხალისიანი და ბედნიერი კვირა მოეწყო, რისთვისაც სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა თვითმმართველობას, მშობლებსა და სკოლის ადმინისტრაციას დიდ მადლობას უხდის.
სკოლაში სოციალურ პროექტებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა, სწორედ ამიტომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებისთვის მაქსიმალურად სასიამოვნო, ჯანსაღი და ჰუმანური გარემოს შექმნისკენ არის მიმართული.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: