აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში მინი-ფეხბურთში, რეგიონული სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის შეჯიბრი გაიმართა
04-05-2023
აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში არამხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ სპორტული აქტივობებიც იმართება. 

ამჯერად, სკოლის რეაბილიტირებულ დარბაზში მინი-ფეხბურთში, აფხაზეთის რეგიონული სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის შეჯიბრი გაიმართა. მასში აფხაზეთის სკოლები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

პირველი ადგილი ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N6 საჯარო სკოლის გუნდმა, მეორე ადგილი - ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის, ხოლო მესამე ადგილი - აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ზონალურ შეჯიბრში ეს გუნდები აფხაზეთის სახელით იასპარეზებენ.
გამარჯვებულებს ჯილდოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ გადასცა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203