ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში, ახალგაზრდა ბიბლიოთეკარის ნადია ჩეჩელიანის ხელმძღვანელობით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება არაფორმალური განათლების მიმართულებით, წრის - „მე და წიგნი“, ფარგლებში მოეწყო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიზანია ბავშვებში წიგნისადმი ინტერესის გაღვივება და მათი მოტივაციის ამაღლება.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მე-5 კლასის მოსწავლეები, დიდი ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა სხვადასხვა ჟანრის, რამდენიმე წიგნი წაიკითხეს, გაიმარჯვა იმ მოსწავლემ, რომელმაც განსაზღვრულ დროში ყველაზე მეტი წიგნი წაიკითხა.
გამარჯვებული მოსწავლე არჩეული იყო ჟიურის წევრების მიერ და მან დავალების კარგად შესრულებისთვის სიმბოლური საჩუქრები დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: