„დაიცავი გარემო ჩემთან ერთად“- კლდეეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა 
04-05-2023
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლაში გარემოს მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ. 

ამ მიზნით კი, სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება იმართება. ამჯერად, სკოლაში, ეკოსკოლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული კიდევ ერთი აქტივობა მოეწყო.

„დაიცავი გარემო ჩემთან ერთად“- სწორედ ეს გზავნილი გააჟღერეს მოსწავლეებმა. აქტივობაში მოწვეული სტუმრები - თემის წარმომადგენლები, რესურსცენტრის ხელმძღვანელობა და მშობლები მონდომებით ჩაერთნენ. 

„უდიდესი მადლობა ყველას! უდიდესი მადლობა ჩემს ეკოსკოლელებს! დაიცავი გარემო ჩემთან ერთად.
საინტერესო და სასიამოვნო დღე ჩვენს მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან ერთად. გვიმრავლოს ღმერთმა ასეთი დღეები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203