„26 საუკუნის წინათ ქმნიდნენ ქართულ ანბანს“- ხუნევის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
04-05-2023
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი - „26 საუკუნის წინათ ქმნიდნენ ქართულ ანბანს“ მოამზადეს. ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, საინტერესოდ ისაუბრეს და შესაძლებლობები გამოვლინეს. 

მათმა პრეზენტაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა. მოსწავლეები ქართული ენის როლსა და მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203